ილია ჭავჭავაძის ლიბერტარიანელად შერაცხვით ლიბერტარიანიზმი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოსახლეობის პროგრესული ნაწილის იდეოლოგიად გამოცხადდა.
აღნიშნული ნარკვევი არ წარმოადგენს თეორიულ გამოკვლევას. ქვემოთ მოხმობილი ტერმინები და ცნებები („ერი-სახელმწიფო“, „ნაცია-სახელმწიფო“, „ერის ექსისტენციალური ინტერესი“ და სხვ.), აგრეთვე ისტორიული და სხვა სახის ექსკურსები, გამოიყენებიან ერთი მიზნით - მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აღიწეროს 90-იანი წლების საქართველოში შექმნილი მდგომარეობა.